პრესკონფერენცია: საერთაშორისო ბავშვთა ფონდი ატარებს კონკურსს „მშვიდობა"

„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პრესკონფერენცია თემაზე „საერთაშორისო ბავშვთა ფონდი ატარებს კონკურსს „მშვიდობა“ სამშაბათს, 12 ივლისს, 13:00 საათზე ჩატარდება.
Sputnik
ფონდის პრეზიდენტი ნაირა ალავერდაშვილი პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ფონდის საქმიანობასა და ნახატების კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებს შეუძლიათ. ნამუშევრები მშვიდობის თემას უნდა ეხებოდეს.
გამარჯვებულთა ნახატები განთავსდება საერთაშორისო ინტერნეტ-პლატფორმაზე „მომავლის მხატვრები“, ასევე შევა ბეჭდურ კატალოგში.
ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი C.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com