ყვითელი ამბები

„ადრე იყო კაუჭივით ჩამოწეული...“ - რა პროცედურა გაიკეთა ნუკი კოშკელიშვილმა ცხვირზე?

Sputnik
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა საკუთარი ცხვირის ფორმასა და მისი კორექციის ხერხზე ისაუბრა, რომელიც წლების წინ გამოიყენა.
ყვითელი ამბები
„სუპერ მაგარ სააგენტოსთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი...“ - ნუკი კოშკელიშვილი
აღმოჩნდა, რომ მოდელი ცხვირის კორექციისთვის ფილერს მიმართავს.

„დიდი ცხვირი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ადრე იყო კაუჭივით ჩამოწეული. შენ არ იცოდი, რა იყო ფილერი და მე უკვე გაფილერებული ვიყავი თავიდან ბოლომდე. ჰიალურონის მჟავა ჩვენს ორგანიზმში არსებობს, მისი დაშლა ნებისმიერ წამს არის შესაძლებელი, როდესაც ფილერი კეთდება ცხვირში, მისი აწევა შეიძლება, ცხვირის მოცულობა იზრდება და ცხვირს ხდის ნაკლებად კაუჭოვანს“, – ამბობს ნუკი.