გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა: მიმდინარეობს გამოძიება

ამ დროისათვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
ჭეიშვილის განმარტებით, შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახორციელებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.