რამდენიმე დღის წინ ცნობილი წყვილის ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას შვილის იუბილე იყო.
პატარას დაბადების დღიდან ანი ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ ჯერიმ ტორტზე სანთლების ჩაქრობა არ ისურვა.
„როცა უჟმური შვილი გყავს”, – წერს ანი და სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს.
„ბედნიერი და ჯანმრთელი გყავდეთ მუდამ ეს ანგელოზი“, „გილოცავთ️. უჟმური შვილის ამბავმა შვება მომგვარა”, „ძალიან საყვარელია“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს ვაჟი 2020 წელს შეეძინათ. მსახიობების პოპულარულმა წყვილმა შვილს უცნაური სახელი – ჯერი დაარქვა.