ტოჩინოშინმა ზაფხულის ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ხვალ ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა ოკინუომის შეხვდება, სუმოისტებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 5:6 - ოკინუომის სასარგებლოდ.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ივლისის ტურნირზე - ნაგოია ბაშოზე - გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს მან დასავლეთის მერვე მაეგაშირა ჰოკუტოფუძი დაამარცხა. თავად გორგაძე ივლისის ტურნირს აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში შეხვდა. მან გაიუმჯობესა პოზიცია მაისის ნაცუ ბაშოს ტურნირზე კარგი ასპარეზობის შემდეგ, სადაც საჭირო რვა გამარჯვება მოიპოვა.
ხვალ ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას ოკინუომის შეხვდება, სუმოისტებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 5:6 - ოკინუომის სასარგებლოდ.
ივლისის ტურნირი ნაგოიაში 24 ივლისამდე გაგრძელდება.