თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გუშინ, ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფლის სტადიონზე იყვნენ შეკრებილნი, თუმცა სტადიონზე განათება ჩამქრალი იყო. ახალგაზრდა ელექტროგანათების ბოძზე ავიდა, რათა დაზიანება შეეკეთებინა, რა დროსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე ოჯახშია გადასვენებული.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.