რეისი ბაქო-მოსკოვი ბაქოში დაბრუნდა და აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ბაქოს აეროპორტში ბოლო რამდენიმე საათში ორი საგანგებო სიტუაცია შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) Airbus A340-ის კაპიტანმა, რომელიც ბაქო-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ტექნიკური მიზეზით აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა.
ეროვნული ავიაგადამზიდავის პრესსამსახურის ცნობით, Airbus A340 თვითმფრინავი ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში კვირას 09:11 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
ბაქო-მოსკოვისა და მოსკოვი-ბაქოს დაგვიანებული რეისების მგზავრები სასტუმროში განთავსდებიან და უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით.
მიმდინარეობს თვითმფრინავთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა.
ბაქოს აეროპორტში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ეს უკვე მეორე საგანგებო სიტუაციაა. მანამდე, შაბათს საღამოს, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა კორეული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა Airbus A330. მიზეზი - ძრავის გათიშვაა.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი