თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ივნისის მონაცემებით, 9.476 პატიმარი იმყოფება, აქედან 326 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 ივნისისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან 2.926 ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. აქედან 14 არასრულწლოვანია და 61 ქალია.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა რაოდენობა 1 ივნისისთვის 7.382-ს შეადგენდა, 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში 29 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 67 პირი იმყოფება.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2022 წლის 1 ივნისისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 11 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 174 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 44 ქვეყნის 595 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,3%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 3 არასრულწლოვანი უცხოელი და 52 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 20,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1055 ქალი და 61 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 301 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ინდოეთისა და ირანის მოქალაქეები.
წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური