თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
კახა კალაძე ვიზიტის პირველ დღეს ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.
თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.