დღეს 2022 წლის 10 ივლისია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მზემფარველობს.
დღეს წინა პლანზე წამოიწევს ისეთი თვისებები, როგორიცაა სიცხადე, კონკრეტულობა და პრაგმატიზმი.ნებისმიერი საქმის დაწყების წინ დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა საერთოდ ის და რას მიიღებთ აქედან.
ადამიანები იმოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ გინდათ რამის ორგანიზება, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ აზრი: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და რა სარგებელს მოიტანს ის. სხვაგვარად თანამოაზრეებს ვერ შემოიკრებთ.
ვერძი: დღეს უზარმაზარი პოტენციალით გაქვთ. ხართ აქტიური, გამოირჩევით შემოქმედებითი სულისკვეთებითა და პრაქტიკული უნარ–ჩვევებით. ასეთი დიდებული „კოქტეილის“ წყალობით მრავალ ამოცანას გაუმკლავდებით. შეგიძლიათ პრობლემებს ელეგანტური და გონებამახვილური გადაჭრა მოუძებნოთ.
კურო: ისეთ ტემპს აიღებთ, რომ თქვენი გაჩერება პრობლემა გახდება. თქვენი გონება და სხეული ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს. ასეთი ტემპის გამო მოგეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფები კუსავით ნელა მოქმედებენ. არაა გასაკვირი, რომ მათ აჩქარებას შეეცდებით თან არცთუ დელიკატური მეთოდებით.
ტყუპი: მოვლენების განვითარება და გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ. თუნდაც თქვენი სტილი არ იყოს სწრაფად მოქმედება და გადაწყვეტილებების ტემპში მიღება, მოერგებით ახალ რიტმს, რადგან დღეს ძალზე სერიოზულად ეკიდებით თქვენს მოვალეობებს. ქაოსის მიუხედავად, თავს ბედნიერად იგრძნობთ.
კირჩხიბი: მზად ხართ, რომ მომავალზე დაფიქრდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იოცნებებთ, არამედ კონკრეტულად გადაწყვეტთ, საით უნდა წახვიდეთ. თქვენი გეგმები მკაფიო იქნება, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – მომავალზე ფიქრში, შესაძლოა, აწმყო დაგავიწყდეთ, უფრო ზუსტად – გვერდით მყოფი ადამიანები.
ლომი: დღეს ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ სხვების მოსაზრებები. დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით, გარშემომყოფები კი თავიანთი რჩევებით მხოლოდ ხელს გიშლიან. სამაგიეროდ, დიდი სიამაყით აღივსებით, თუ რჩევისთვის თქვენ მოგმართავენ.
ქალწული: შესანიშნავი დღეა, რომ მომავალზე დაფიქრსეთ. მაგრამ მანამდე ძველი საქმეები დაამთავრეთ, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. განსაკუთრებით ეფექტური იქნება სახლში მუშაობა. ჯერ სივრცე მოაწესრიგეთ, შემდეგ უკვე – იდეები და გეგმები. არ შეუშინდეთ არაფერს, თამამად იარეთ მიზნისკენ.
სასწორი: თქვენი გონება მკაფიოდ იმუშავებს. შეგიძლიათ, ერთი პრობლემის გადაწყვეტის ათი ვარიანტი მოიფიქროთ. ეს დღე შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არა იმ შემთხვევებში, როდესაც ტაქტიანი და დიპლომატიური დამოკიდებულებაა საჭირო.
მორიელი: დღეს ნებისმიერ პრობლემას ნათელი გონებით მიუდგებით და ემოციებს უკანა პლანზე გადაწევთ. შესანიშნავი დღეა საოჯახო ბიუჯეტის რევიზიის, სამომავლო ხარჯების დაგეგმვისთვის. ასეთი პრაქტიკული დამოკიდებულება გექნებათ სხვა სფეროებშიც, სიყვარულშიც კი, სადაც გრძნობებს ფაქტებით ჩაანაცვლებთ.
მშვილდოსანი: თქვენს თავდაჯერებულობას საზღვრები არ ექნება. ფიქრობთ, რომ აკეთებთ საქმეს მიზანმიმართულად და ამასვე მოითხოვთ სხებისგან. თუმცა, გარედან თქვენი მითითებები ძალიან ჰგავს ზედამზედველის „მათრახს“, პირდაპირობა კი – დაუნდობელ კრიტიკას. სჯობს, ემოციები მოთოკოთ.
თხის რქა: დღეს არაქათგამოცლილი იქნებით, არანაირი სურვილი არ გექნებათ რომ საქმე გააკეთოთ. თუნდაც მოინდომოთ ინიციატივის გამოჩენა, დიდი ალბათობით, ეს არ გამოგივათ. თუ გარემოებებმა თქვენგან აქტიური მოქმედებები მოითხოვა, ვინმე შეარჩიეთ, რომელიც თქვენს მოვალეობებს შეასრულებს.
მერწყული: სჯობს, არასტანდარტული გზები შეარჩიოთ, რადგან გატკეპნილი გზით სიარული საჭირო შედეგებს არ მოიტანს. შემოქმედებითი აზროვნება დღეს პრაქტიკულ საკითხებშიც გამოგადგებათ, მაგალითად, შეადგინოთ მოხერხებული გეგმა, აქციოთ ხელმძღვანელთან საუბარი თეატრალურ წარმოდგენად...
თევზები: თქვენი გამუდმებული ფიქრები საქმეების ირგვლივ არ მოგცემთ დასვენების, ახლობლებთან ურთიერთობების საშუალებას. ორად გაიხლიჩებით: სახლში სამუშაოზე იფიქრებთ, სამუშაოზე კი – სახლზე. მაგრამ ეს შედეგს გამოღებს – თქვენი ბობოქარი საქმიანობა ძალზე წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება.