თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სამოქალაქო აქტივისტი და მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე გივი კუბლაშვილი თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ტრაგედია გლდანში, ერთ-ერთ საწყობში მოხდა - აქტივისტს ხის პალეტი დაეცა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
წყარო - „მთავარი არხი“.