თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარებისა და სატვირთო ავტომანქანების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
დაშავებულებს შორის არიან სასწრაფო დახმარების ექიმი და ექთანი. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
წყარო - „პირველი არხი“.