დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 9 ივლისია, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა სატურნიმფარველობს.
გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. სანამ რთულ და სარისკო საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ივლისი>>
დღის დასაწყისში შესაძლებელია დაძაბული მომენტები, თუმცა თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება, ემოციური ფონი ჰარმონიული გახდება. საღამო შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის.
ვერძი: არ იჩქაროთ. საკმაოდ იღბლიანად განვითარდება მოვლენები, თუ არ ეცდებით მიზნების დაუყოვნებლივ მიღწევას. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო შეხვედრებით გაგახარებთ. შესაძლებელია ახალი მეგობრობა, ასევე რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
კურო: დღის მოვლენები სასიამოვნოდ განგაცვიფრებთ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი რამ მოხდეს, რაც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს; შეძლებთ რუტინული საქმეების გადადებას და საინტერესო საკითხებზე მუშაობას. მოსალოდნელია თანხის მიღება. საღამოს დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
ტყუპი: არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა. საქმე ბევრი გექნებათ და თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და თანმიმდევრულად იმოქმედებთ, ყველა სირთულეს გადალახავთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
კირჩხიბი: დღე მოულოდნელობების გარეშე არ ჩაივლის. სავარაუდოდ, დაწყობილ გეგმებზე უარის თქმა მოგიწევთ, მაგრამ სამაგიეროდ, მოგეცემათ საშუალება, დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. შეამჩნევთ წვრილმანებს, რაც სხვებს გამორჩათ. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: დილა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღე კარგ განწყობაზე დაიწყოთ, არ შეუქმნათ პრობლემები არც საკუთარ თავს და არც სხვებს, ეძებოთ კომპრომისები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. გამოიჩინეთ ინიციატივა სასიყვარულო ფრონტზე.
ქალწული: შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ადვილად მოახერხებთ ინფორმაციის შეგროვებასა და მის ანალიზს. მათ, ვინ კარიერაზე ან საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, სასარგებლო ნაცნობობა ელოდება.
სასწორი: არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სასურველი შეიძლება სინამდვილედ აღიქვათ, არასწორად შეაფასოთ ვითარება. ყურადღება იყავით – მიღებული ინფორმაციები აუცილებლად გადაამოწმეთ. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის, მგზავრობისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში
მორიელი: ადვილად შეძლებთ ირგვლივ მყოფების სიმპათიის მოპოვებას. ამასთან, დიდი ძალისხმევაც არ დაგჭირდებათ – უბრალოდ, იყავით ის, ვინც ხართ. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, ასევე საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება. გააკონტროლეთ ემოციები.
მშვილდოსანი: სანამ რამე მნიშვნელოვანს შეუდგებით, დაფიქრდით – მართლა გინდათ თუ არა ამ საქმის გაკეთება. ადვილად მიაღწევთ წარმატებას იმ საკითხში, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ. ძნელი იქნება ორომტრიალის თავიდან არიდება, მაგრამ ეცადეთ, განწყობა არ გაგიფუჭდეთ.
თხის რქა: დაისვენეთ, ეს ძალიან გჭირდებათ. გადადეთ უინტერესო საქმეები, არ იფიქროთ იმაზე, რაც განერვიულებთ. შესაძლოა, შესამჩნევად გაუმჯობესდეს ურთიერთობები ახლობლებთან. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: სასიხარულო დღეა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეებით უნდა დაიწყოთ – მათ სწრაფად გაუმკლავდებით. გელოდებათ თანხის მიღება. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, გარიგებების დადება. საღამოს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგენატრათ.
თევზები: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილი იქნება გარშემომყოფების გაგება, მიხვედრამ, თუ რა უდევთ მათ გულში. გამოიჩინეთ ინიციატივა და გადადგით ნაბიჯი ადამიანისკენ, რომელიც დიდი ხანია, თქვენს ყურადღებას იპყრობს. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს წინადადებას, რომელზეც ოცნებობდა.