თბილისში 65 წლის მამაკაცმა მეუღლე მოკლა

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისში 65 წლის მამაკაცმა მეუღლე მოკლა, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ისნის რაიონში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მამაკაცმა 58 წლის ქალს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.