საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

დედაქალაქში კვირის მანძილზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსები მომავალ კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თბილ და ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 28, დღისით მაქსიმალური კი პლუს 33 გრადუსი იქნება.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 32 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 37 გრადუსამდე დათბება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 33 გრადუსი, დღისით კი პლუს 35 გრადუსი იქნება.