ყვითელი ამბები

რიანა მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა - მომღერალი საოცრად შეცვლილია

Sputnik
34 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის საქმროს A$AP Rocky-ს კონცერტზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი შვილის გაჩენის შემდეგ ძალიანაა შეცვლილი, ის წონაში საგრძნობლადაა მომატებული. კონცერტზე რირის „პრადას“ შავი ქურთუკი და ამავე ფერის შარვალი ეცვა.
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიანა და A$AP Rocky მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, თუმცა ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია.