ყვითელი ამბები

წითურთმიანი პრინცი - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟი მამის ასლია

Sputnik
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღლუმზე იყვნენ. აღლუმის მონაწილეებმა მეუღლეები ჯექსონ-ჰოულში დააფიქსირეს, სადაც ისინი უფროს შვილთან, პრინც არჩისთან ერთად იმყოფებოდნენ.
ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ის იმ მომხმარებელმა გაავრცელა, რომელმაც პატარა არჩის ფოტოების გადაღება მოახერხა.
შეიძლება ითქვას, რომ პატარა არჩი საოცრად ჰგავს თავის მამას. მას პრინცი ჰარივით წითური თმა აქვს და ყველას ალბათ ჰარის პატარაობას მოაგონებს. ფოტოზე ჩანან თავად ჰარი და მეგან მარკლიც, რომლებსაც თან დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ახლავს.