ყვითელი ამბები

კიანუ რივზისა და პატარა გულშემატკივრის ემოციური შეხვედრა აეროპორტში - ფოტო

Sputnik
მსახიობი კიანუ რივზი ლონდონიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, როდესაც აეროპორტში პატარა ბიჭი შეხვდა და მსახიობს უამრავი კითხვა დაუსვა.
თვითმხილველი ფოტოებს ავრცელებს და ჰყვება, რომ 57 წლის მსახიობმა პატარა გულშემატკივრის ცნობისმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა, თანაც ამას დიდი სიხარულით აკეთებდა.
ბიჭმა კიანუს ჰკითხა, საიდან მოდიოდა, სად მიდიოდა, რას საქმიანობდა და რა მიზნით იმყოფებოდა ლონდონში. რივზმაც მას სამომავლო გეგმები გაანდო და უთხრა, რომ ლონდონში დოკუმენტური ფილმის გადაღებებით იყო დაკავებული.