თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ზუგდიდისა და მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე (183-ე კმ) გაძლიერებული ქვათაცვენის გამო ორი დღის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
აღნიშნული გზის მონაკვეთი გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაიხსნა.