ექსპოზიცია „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ ონლაინ-სივრცეში

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ დღეიდან ონლაინ-სივრცეშიც გახდა ხელმისაწვდომი, ნათქვამია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.
გამოფენა აერთიანებს საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველ მასალას.
ექსპონატებს შორისაა ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და სხვა საარქივო დოკუმენტები; ასევე პატრიარქების მემორიალური ნივთები, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2022 წლის 24 მაისს გაიხსნა.
ონლაინ-გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე.