დღეს 2022 წლის 8 ივლისია, პარასკევი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ემოციური ფონი დაძაბულია, სიმშვიდის შენარჩუნება რთული იქნება. ამის გამო სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადადოთ. დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება, მეორე ნახევარი კი კარგი დროა ბოლო დღეების მოვლენებზე დასაფიქრებლად, საკუთარ გრძნობებში გასარკვევად.
ვერძი: დღის დასაწყისი არ გამოდგება სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. მოსალოდნელია დაყოვნებები, რაღაც გაუგებრობები, მცირე პრობლემები. მოგვიანებით დრო დაუთმეთ ახლობლებს, სახლის საქმეებს. არაა გამორიცხული მცირე ფინანსური დანაკარგები.
კურო: სამსახურში ურთიერთობები დღეს დაძაბული იქნება. გადადეთ საკითხები, რომლებიც სხვებთან ერთად საქმიანობას ითვალისწინებს. დამოუკიდებლად მუშაობა კი პროდუქტიული აღმოჩნდება. კარგი დღეა შოპინგისთვის, კოსმეტოლოგთან, სილამაზის სალონში წასვლისთვის.
ტყუპი: დღის დასაწყისში გექნებათ ბევრი საუბარი, კამათი და საქმეებზე ყურადღების გამახვილებას ვერ შეძლებთ. მოულოდნელად შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ ის - არის რისკი, რომ ვიღაც თქვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. საღამო კარგი დროა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის.
კირჩხიბი: ყურადღება და კატეგორიულობა წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. დაგეხმარებათ კომუნიკაბელურობა - გვერდით დაგიდგებიან ადამიანები, რომელთა დახმარება კიდევ არაერთხელ დაგჭირდებათ. ურთიერთობებისთვის ხელსაყრელია დღის მეორე ნახევარი.
ლომი: სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. მიიღებთ ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და ყოველთვის ცხადი არ იქნება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას - არა. გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად მოგიწევთ. მოგვიანებით შეხვედრები და სერიოზული საუბრები გელოდებათ.
ქალწული: დილა, შესაძლოა, გეგმის მიხედვით არ აეწყოს. რთული იქნება იმის გაკეთება, რაც თქვენ გაინტერესებთ. ამ დროს, სჯობს, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, სწორ არჩევანში ემოციები შეგიშლით ხელს. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის.
სასწორი: დღის დასაწყისში მოვლენები აუჩქარებლად განვითარდება. შეგიძლიათ გადაჭრათ ადრე დაწყებული საკითხები. პრობლემები არ შეიქმნება დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით დატვირთული პერიოდი დადგება, როდესაც გაჩნდება ახალი საინტერესო ამოცანები.
მორიელი: ყველა წვრილმანი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ და ამის გამო კარგი განწყობის შენარჩუნება რთული იქნება. გაითვალისწინეთ, რომ პრობლემების უმრავლესობა თავად მოგვარდება. დღის პირველ ნახევარში ჩვეული საქმეები გააკეთეთ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ სრულიად ახალს შეეჭიდოთ.
მშვილდოსანი: წვრილმანებისადმი განსაკუთრებით ყურადღებით იყავით. ეს ბევრ სირთულესა და დაძაბულ მომენტს აგარიდებთ თავიდან; ამასთან, შეძლებთ ძლიერი მეტოქეების უკან ჩამოტოვებას. კარგი დღეა აქტიური დასვენების, სპორტისა და ხანმოკლე მოგზაურობისთვის.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის, თანამშრომლობის დაწყებისთვის ახალ პარტნიორებთან, ძველი საქმიანი კავშირების გამტკიცებისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება. პირად ურთიერთობებში გამოიჩინეთ ინიციატივა. შეყვარებულებს საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
მერწყული: დღე საინტერესოდ დაიწყება. გაგახარებთ მოულოდნელი შემთხვევები, სასიამოვნო სიურპრიზები. დღის მეორე ნახევარი არცთუ ხელსაყრელი დროა სერიოზული საქმეებისთვის. დიდი ალბათობით, დასვენება და ძალების აღდგენა მოგინდებათ და ამის საშუალება გექნებათ.
თევზები: შეეჭიდეთ რთულ საქმეებს. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, მიაღწევთ წარმატებებს. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება. დღის პირველ ნახევარში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ, იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრითა და ინტუიციის მინიშნებებით.