ყვითელი ამბები

სინამდვილეში ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ სასიყვარულო წერილი, რომლითაც მისი შოუ გაიხსნა

Sputnik
დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავისი რიგით მეორე ოტ-კუტიურ შოუ „ბალენსიაგასთვის“ სასიყვარულო ხმოვანი შეტყობინებით გახსნა, რომელმაც სოციალურ ქსელებში ქართველ მომხმარებლებს შორის დიდი კამათი და მსჯელობა გამოიწვია.
ყვითელი ამბები
„მიყვარხარ 30 წელია... არ მყოფნიდა გამბედაობა მეთქვა“ - დემნას ამაღელვებელი მიმართვა
დემნას თანამემამულეებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ის ამ წერილს თავის მშობლიურ მხარეს, აფხაზეთს უძღვნიდა. თუმცა გვასალიამ „ვოგთან“ კომენტარში აღნიშნა, რომ ეს ძალიან პირადული ჩვენება იყო, რომელიც მის შემოქმედებას და ქმარს, ლოიკს ეძღვნებოდა.

„იმიტომ, რომ je t’aime ყველაზე ლამაზი სიტყვაა ჩემთვის. გავაცნობიერე, რომ კუტიური, ის, რასაც მე ვაკეთებ, არის ერთადერთი რამ, რისი შექმნაც მინდა ახლაც და მომავალშიც. ეს სასიყვარულო წერილი ეძღვნებოდა ჩემი ცხოვრების სიყვარულს და ჩემს სამუშაოს, ანუ ხელოვნებას ეძღვნებოდა, ანუ ორივეს ერთად“, – აღნიშნა დემნამ.