ბათუმის პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქალაქ ბათუმში პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ქარხნის დირექტორის ბესიკ ქორიძის თქმით, ცეცხლი ღია სივრცეში დასაწყობებულ მეორად ტომრებს გაუჩნდა, ზარალმა დაახლოებით 60 ათასი ლარი შეადგინა.
ხანძარი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.