საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მგზავრთნაკადი ხუთჯერ გაიზარდა

გასული წლიდან საერთაშორისო გადაზიდვებში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მგზავრებს ემსახურება ახალი, თანამედროვე მატარებელი
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 2022 წლის პირველ ნახევარში ერევანი-თბილისი-ერევანი და ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტებზე თითქმის 15 ათასი ადამიანია გადაყვანილი, ნათქვამია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ (South Caucasus Railway) პრესრელიზში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
გასული წლიდან საერთაშორისო გადაზიდვებში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მგზავრებს ემსახურება ახალი, თანამედროვე მატარებელი, რომელიც კომფორტის და მგზავრთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას პასუხობს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო >>
საანგარიშო პერიოდში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ მატარებლებით ისარგებლა 220,5 ათასმა მგზავრმა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.
„სამხრეთ-კავკასიური რკინიგზა“ არის სს „რუსეთის რკინიგზის“ 100%-იანი შვილობილი კომპანია და სომხეთის რკინიგზის კონცესიურ მართვას ახორციელებს. სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზას“ მართვაში 2008 წლის 13 თებერვალს გადაეცა. კონცესიური მართვის ვადა 30 წელს შეადგენს, 10 წლით პროლონგაციის უფლებით.
წყარო - Sputnik-სომხეთი.