ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია ოჯახთან ერთად საქართველოშია - ნახეთ რა გეგმები აქვს მომღერალს

Sputnik
მომღერალი ქეთა თოფურია ქმართან ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად საქართველოშია. ისინი ორი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. როგორც მომღერლის მეგობარი და ყოფილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში გაემგზავრება, სადაც ცნობილ იტალიელ მომღერალთან ანდრეა ბოჩელისთან ერთად იმღერებს.
ყვითელი ამბები
ქეთა თოფურია ორსულობას კვლავ მალავს? - ფოტოები

„ქეთა ოჯახით საქართველოში გუშინწინ ჩამოვიდა. მისი ქმარი ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმეა ნამყოფი. კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში მიემგზავრება. ის ბოჩელის საღამოზე იმღერებს, ორ სიმღერას შეასრულებს“, – აღნიშნა ნატო დუმბაძემ.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დიპლომატი ქმარი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აქვს.