ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს.
„ჩემი შვილის საფლავიდან ჯვარი მოიპარეს. რა ჯიშის ადამიანი აკეთებს ამას. არის საერთოდ ადამიანი?!“ – დაწერა ტელეწამყვანმა.
მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე 17 წლის იყო, როდესაც 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, საავადმყოფოში უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.