კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ითამაშებს
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბ „ნაპოლიში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა, ნათქვამია გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში 5 ივლისს გაემგზავრა და ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო კლუბს შეუერთდა. კლუბის ოფიციალური გვერდი 21 წლის ფეხბურთელს უკვე მიესალმა და წარმატებებიც უსურვა.
კვარაცხელია იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გადის
სავარაუდოდ, „ნაპოლის“ ახალი მოთამაშე 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში იასპარეზებს.
ნეაპოლი კვარაცხელიას ბანერებით ხვდება
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახლა კი მას ნეაპოლის გუნდი ოფიციალურად წარადგენს.