დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 7 ივლისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა იუპიტერიმფარველობს.
დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს დაუთმეთ. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას, კომპრომისის მოძებნასა და შეათანხმებას. დღის მეორე ნახევარში მოქმედებაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და სერიოზულ საქმეებს მიხედოთ, გადაჭრათ პრობლემები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ივლისი>>
ვერძი: მეგობრებისგან სერიოზულ წინადადებას დაელოდეთ. მოგიწევთ არჩევნის გაკეთება – დათანხმდეთ თუ არა ამ წინადადებას. შეთანხმებები წარმატებული იქნება. კარგი დღეა თანამშრომლობისთვის. არაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც მოგწონთ, სიყვარულში გამოგიტყდეთ.
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: ხელმძღვანელობისგან შექებას დაიმსახურებთ. შეიძლება დაგავალონ საპასუხისმგებლო საქმე, დაგაწინაურონ. შეგიძლიათ რამე შეცვალოთ სამუშაო ადგილზე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგალითად, შეცვალოთ საწერი კალამი, იყიდოთ ახალი რვეული... სასიამოვნო წვრილმანები განწყობას აგიმაღლებთ.
ტყუპი: ძალზე მომხიბლავი ხართ. მიიპყრობთ ადამიანების და განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. დიდი შანსი გაქვთ, რომ საიმედო ადამიანს შეხვდეთ. ვისი სამუშაოც შემოქმედებასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა, სერიოზულ პროექტში ჩართვა შესთავაზონ.
კირჩხიბი: თქვენს მსოფლმხედველობაში, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს, ზოგიერთ რამეს სულ სხვაგვარად შეხედოთ. ეს ადვილად მისაღები არ იქნება, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ასე უკეთესია და სიახლე აუცილებელია. კარგი იქნება, თუ სახლს მოაწესრიგებთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდებით.
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე
ლომი: კარგი დღეა საზოგადოებრივი ღონისძიები ორგანიზების ან მასში მონაწილეობისთვის. შესაძლოა, იქ იპოვოთ პარტნიორები მომავალი სამუშაოსთვის. ურთიერთობებს სერიოზულად მოეკიდეთ. ილაპარაკეთ მხოლოდ შემოწმებულ ფაქტებზე ფამილარობისა და ჭორაობის გარეშე.
ქალწული: ბევრი სერიოზული სამუშაო გელოდებათ. კარგი დღეა საქმეებისთვის, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. თუ საყიდლებზე აპირებთ წასვლას, ეკონომიის რეჟიმი აამოქმედეთ. უპირატესობა მიანიჭეთ სასარგებლო პროდუქტებს, სამოსს, რომელსაც წვეულებაზეც ჩაიცვამთ და სამსახურშიც.
სასწორი: იღბლიანი დღე გაქვთ. სამუშაოზე მეგობრული ატმოსფეროა და დაძაბულობის გარეშე, თქვენი გულმოდგინების წყალობით გააკეთებთ ბევრ საქმეს. ოჯახში თუ ბავშვები გყავთ, ყურადღება მიაქციეთ მათ ნათქვამს და დრო დაუთმეთ მათ. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი გელოდებათ.
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
მორიელი: სამსახურში გელოდებათ ურთიერთობები, და მათი უმეტესობა ზესაპირული იქნება, რაც არ მოგწონთ და დაგღლით კიდეც. სიყვარულში შესაძლებელია ცვლილებები, რაც თქვენი ფიქრისა და მოქმედებების შედეგი იქნება, რადგან მიგაჩნიათ, რომ ტრანსფორმაციაა საჭირო უკეთესობისკენ.
მშვილდოსანი: შესაძლოა, მომგებიანი წინადადება მიიღოთ, ამირომ სერიოზულად მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას. ახლობლებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ეს უფრო ემოციური მხარდაჭერა იქნება. საღამოს მოდუნდით და დაისვენეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
თხის რქა: შესაძლოა, საპასუხისმგებლო დავალება მოგცენ, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებოდით. ეს მოგცემთ საშუალებას, რომ არა მარტო აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები, არამედ მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. კარგი დღეა, რომ მიხედოთ ჯანმრთელობას, მოინახულოთ ნათესავები.
ყველაზე დამოუკიდებელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დღეს სასიყვარულო ურთიერთობებს მეტ ყურადღებას დაუთმობთ. იფიქრებთ და გადაწყვეტთ, შეინარჩუნოთ ურთიერთობები თუ დაშორდეთ პარტნიორს. ზოგიერთი შეიძლება მიხვდეს, რომ არ ღირს ამ კავშირის გაგრძელება, რადგან არ გიყვართ ეს ადამიანი. კარგი დღეა იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად.
თევზები: დღე უფრო შესაბამება სახლის საქმეებს, ვიდრე ოფისში მუშაობას. თუმცა, ეს არ ეხება მათ, ვინც მუშაობს სახლში, უძრავი ქონების სფეროში, ანტიკვარიატთან. ამ ადამიანებმა რამე უნდა შეცვალონ საქმიანობაში, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ. კარგი იქნება სახლის მოწესრიგება, უსარგებლო ნივთების გადაყრა.