Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია. ცოტა ხნის წინ დემნამ მორიგი ჩვენება გამართა, სადაც მისი კოსტიუმები ცნობილმა ადამიანებმა წარადგინეს.
ჩვენების შემდეგ სოციალურ ქსელში უიშვიათესი ფოტო გავრცელდა, სადაც დემნა დედასთან ერთად პოზირებს.
ცნობილია, რომ ეროვნებით ქართველი, გერმანიის მოქალაქე დემნა გვასალია დაიბადა საქართველოში 1981 წლის 25 მარტს ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში.