მსოფლიო დღეს

ბაიდენი ავღანეთს მოკავშირის სტატუსს ართმევს

Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ავღანეთს ჩამოართვას ნატოს გარეთ აშშ-ის მოკავშირის სტატუსი. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სახელმწიფოს მეთაურმა უკვე აცნობა კონგრესის ორივე პალატის ლიდერებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

„1961 წლის საგარეო დახმარების შესახებ კანონის 517-ე ნაწილის შესაბამისად, გაცნობებთ ჩემი განზრახვის თაობაზე, გავაუქმო ავღანეთის, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი“, — ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთი 2012 წლის ივლისში აღიარა ნატოს არაწევრ ერთ-ერთ ძირითად მოკავშირედ. 2021 წლის აგვისტოში ავღანეთი თალიბანის ბოევიკებმა დაიკავეს. 30 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა მთლიანად გაიყვანა თავისი ჯარები ქვეყნიდან, რის შემდეგაც თალიბანმა ავღანეთის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანას „წარმოუდგენლად წარმატებული მისია“ უწოდა.
წყარო: White House