ყვითელი ამბები

სარა ჯესიკა პარკერი მეუღლესთან ერთად სანაპიროზე ნებივრობს - ფოტოები

Sputnik
ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი, სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი ჰემპტონის სანაპიროზე გადაიღეს. ისინი ირუჯებოდნენ და ქალაქის ხმაურისგან ისვენებდნენ.
„მოდის დედოფალი“, როგორც ყოველთვის, დახვეწილი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. მას Malia Mills-ის შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 445 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ წყვილის საზღვაო რეკვიზიტები ერთი პრინტის იყო, მათ კოპლებიანი ქოლგა, დასაფენი და ჩანთა ჰქონდათ წამოღებული.