რატომ დომინირებს რუსეთის შეიარაღების ექსპორტში ავიაცია

Sputnik
რუსული წარმოების მაღალტექნოლოგიური გამანადგურებლები ტრადიციულად საუკეთესოდ ითვლება მსოფლიო ბაზარზე საბრძოლო ეფექტურობის, ხარისხისა და ფასის მიხედვით.
„როსობორონექსპორტის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ მიხეევმა 4 ივლისს განაცხადა, რომ რუსული იარაღის ექსპორტის მთლიან მოცულობაში თვითმფრინავების მიწოდების წილი 50 პროცენტს აჭარბებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 700 Су-27/Су-30 საბრძოლო თვითმფრინავი გაიყიდა საზღვარგარეთ, ხოლო 2021 წელს კომპანიის შეკვეთების წიგნი Су-30СМ-ის მიწოდების ახალი კონტრაქტებით შეივსო.
მყიდველები აპირებენ გააძლიერონ ეროვნული საჰაერო ძალები სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ ექსკლუზიურად რუსული წარმოების ძრავებს, ავიონიკას, იარაღს, საბრძოლო თვითმფრინავების სისტემებს.
თვითმფრინავები „სუხოი“ − ეს საუკეთესო დაზღვევაა არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან (ტექნოლოგიური შანტაჟი), რომელსაც ხშირად ბოროტად იყენებენ ავიატექნიკის დასავლელი ექსპორტიორები. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დამრტყმელი ავიაციის წარმატებული მოქმედებები სირიასა და უკრაინაში ზრდის Су-30СМ, Су-34 და Су-35-ზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე. საჰაერო უპირატესობა ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში გამარჯვების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია.
„სუხოის“ სუპერმანევრირება სერიოზულ უპირატესობას იძლევა ახლო საჰაერო ბრძოლაში. ძლიერი მართვადი და უმართავი სარაკეტო შეიარაღება და 30 მმ საავიაციო ქვემეხი საბრძოლო უპირატესობის გარანტიას იძლევა. ბაზირების ავტონომია და ჰაერში საწვავის შევსების შესაძლებლობა აფართოებს საოპერაციო სივრცეს. რუსულ გამანადგურებლებში დანერგილი ავიონიკისა და იარაღის სისტემების ღია არქიტექტურის პრინციპი საშუალებას აძლევს უცხოელ მომხმარებელს, საკუთარი წარმოების სისტემების ინტეგრირება მოახდინონ. საბაზო პლატფორმების უწყვეტი მოდერნიზაცია უზრუნველყოფს თვითმფრინავების მნიშვნელოვან სასიცოცხლო ციკლს ტექნოლოგიური (საბრძოლო) დომინირების დაკარგვის გარეშე.
სამხედრო საფრთხეების ზრდასთან ერთად მძაფრდება ბრძოლა იარაღის მსოფლიო ბაზარზე. რუსული გამანადგურებლების შეძენა გულისხმობს მრავალწლიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას უცხოურ ოპერატორებსა და რუსეთს შორის. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის კონგრესის ივნისის კვლევა ასახავს განზრახვას, ეგვიპტეს თავს მოახვიონ ნახევრად დასრულებული ამერიკული F-35 გამანადგურებელი ბომბდამშენები იმ პირობით, რომ კაირო უარს იტყვის რუსული წარმოების მოწინავე Су-35-ის შეძენაზე.
აქ ჩნდება ასოციაციები ადრე მოტყუებულ თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რომლებსაც ამერიკელებმა F-35-ის შეძენა დაუბლოკეს С-400-ის სისტემის სუვერენული შეძენის (გამოყენების) გამო და ასევე Huawei-ს ინფრასტრუქტურის ეროვნულ სატელეკომუნიკაციო ქსელში გამოყენების გამო. შესაძლოა, თურქებს და არაბებს გაუმართლათ − მათ თავისუფლების მეტი ხარისხი აქვთ დარჩენილი.
ცნობილია, რომ ამერიკული „სტელსები“ ცუდად დაფრინავენ და ძალიან კარგად ახერხებენ თავიანთი ოპერატორების ჯაშუშობას, აგზავნიან რა კონფიდენციალურ მონაცემებს შეერთებულ შტატებში. ამერიკელების მოკავშირეები და პარტნიორები ხშირად იძულებული არიან, ამერიკული წარმოების მოძველებული იარაღი შეიძინონ, რადგან ასეთია ვაშინგტონის „წესები“.

მშრალი უპირატესობა

რუსული გამანადგურებლები Су-27, Су-30, Су-35 XXI საუკუნის დასაწყისში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა მსოფლიოში, ისინი საიმედოდ იცავენ ანგოლის, ბელარუსის, ვენესუელის, ვიეტნამის, ინდოეთის, ინდონეზიის, ყაზახეთის, ჩინეთის, მალაიზიის, უგანდის საჰაერო სივრცეებს. რუსული თვითმფრინავების გამორჩეული საბრძოლო შესაძლებლობების აღიარება, მაღალი მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე, კონსტრუქტორული (სამეცნიერო) სკოლის სტრატეგიულ უპირატესობასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მაღალ ეფექტურობას მოწმობს.
სუპერმანევრირებად 4++ თაობის Су -30SM გამანადგურებელს შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე მაღალი სიზუსტის ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-მიწა რაკეტები დღედაღამ, აღჭურვილია ფაზური მასივის რადარითა და ბიძგების ვექტორიანი ძრავებით. Су-30SM-ის დაცვა ემყარება მტრის სარადარო სადგურების ჩახშობას მძლავრი საჰაერო სადესანტო ელექტრონული ომის სისტემით.
Су-35 მრავალფუნქციური გამანადგურებელი არის საუკეთესო ტაქტიკური თვითმფრინავი მსოფლიოში, მას ჰაერში ბადალი არ ჰყავს. შექმნილია ყველა ტიპის საჰაერო სამიზნეების ჩასაჭერად და გასანადგურებლად, სახმელეთო და წყალზედა ობიექტების გასანადგურებლად. 4++ თაობის თვითმფრინავს აქვს სუპერმანევრირება, სამიზნეების აღმოჩენის აქტიური და პასიური საშუალებები, მაღალი ზებგერითი სიჩქარე, მნიშვნელოვანი საბრძოლო რადიუსი, თანამედროვე ელექტრონული ომის სისტემა და იარაღის ფართო სპექტრი (საბრძოლო დატვირთვა - 8 ტონა). „სუ-35“-ის კონსტრუქციაში დანერგილია „სტელსტის“ ტექნოლოგიები. მის საბრძოლო გამოყენების ეფექტურობას უზრუნველყოფს პილოტის ინტელექტუალური მხარდაჭერის ინტეგრირებული საინფორმაციო და კონტროლის სისტემა.
ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკული ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ ვერ მიაღწია მიზანს სირიაში 2017 წლის 7 აპრილს, რადგან ისინი რუსული „სუ-35S“ თუ „სუ-30SM“ თვითმფრინავებით ჩამოყარეს. ამ გამანადგურებლების რადარები წყლისა და მიწის ფონზე კარგად „ხედავენ“ ნაკლებად შესამჩნევ ფრთოსან რაკეტებს. უფრო მეტიც, “სუ-35“-ს შეუძლია შეასრულოს „მფრინავი რადარის“ მისია.
„სუ-34“ საბრძოლო შესაძლებლობებით 4+ თაობას მიეკუთვნება. მას შეუძლია ეფექტურად დაარტყას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამიზნეებს გახსნილი ცეცხლის პირობებში პლანეტის ნებისმიერ უბანზე, ფართო სპექტრის საბრძოლო მასალის გამოყენებით.
გლობალურ საავიაციო ბაზარზე ალბათ ყველაზე მეტად მეხუთე თაობის “სუ-57“-ს ელოდებიან. თვითმფრინავმა უმაღლესი რეიტინგი მიიღო უცხოელი ექსპერტებისგან. მასობრივი წარმოების დაწყების შემდეგ „სუ-57“ შედის რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში და აქტიურად გამოიყენება უკრაინაში სპეცოპერაციის დროს „სუ-30SM“ და „სუ-35“ გამანადგურებელებთან ერთად.
სუვერენული სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთთან თანაბარი და ორმხრივად მომგებიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით, გააგრძელებენ მსოფლიოში საუკეთესო „სუხოის“ შეძენას. ამ გამანადგურებლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უცხოელი ოპერატორი ინდოეთია. ამ ქვეყანამ წარმატებით განახორციელა პროგრამა Су-30МК-ს ლიცენზირებულ წარმოებაზე, რომლებიც ქვეყნის საჰაერო ძალების საფუძველს ქმნიან. ინდოეთი ყოველწლიურად ყიდულობს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის იარაღს რუსეთისგან. რუსეთსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მრავალი ქვეყნის მოდელი გახდა. შეერთებული შტატების მოკავშირეებს და ვასალებს არ აქვთ მომავალი მაღალტექნოლოგიური საბრძოლო ავიაციის განვითარებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე