ყვითელი ამბები

„კიბეებიდან დავგორდი...“ - რა სიურპრიზი მოუწყო პრინცესა დიანამ პრინც უილიამს

Sputnik
პრინცმა უილიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცესა დიანას შესახებ ისაუბრა და ის ტკბილი მოგონებები გაიხსენა, რომლებიც დედასთან აკავშირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ყვითელი ამბები
„ეს პრინცესა დიანასაც კი გააოცებდა“ - კამილა პარკერ-ბოულზის საოცარი გამოჩენა რუანდაში
კემბრიჯის ჰერცოგმა გაიხსენა, რომ ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულს დაბადების დღეზე დედამ სახლში სინდი კროუფორდი, კრისტი ტურლინგტონი და ნაომი კემპბელი დაახვედრა. პრინცესა დიანამ იცოდა, რომ შვილს ისინი ძალიან უყვარდა და ოთახის კედლები მათი პოსტერებით ჰქონდა სავსე. ამიტომ გადაწყვიტა უილიამი გაეხარებინა.
როგორც მოგვიანებით კემბრიჯის ჰერცოგმა გაიხსენა, მათი დანახვისას ისე დაიბნა, რომ ფეხები აეხლართა და კიბეებზე დაგორდა.
უილიამი და ჰარი ხშირად ამბობენ, რომ მათი დედა სუფთა ჰაერივით იყო – ჰაერივით, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდა.