COVID-19 - ბოლო ცნობები

კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება

კვიპროსში პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა 1 ივნისს მოიხსნა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კვიპროსში კვიპროსში პირბადის ტარების ვალდებულება დაახლოებით ერთი თვის წინ მოიხსნა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება ძალაში 8 ივლისიდან შევა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის დაბრუნებას ჯანდაცვის ექსპერტებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რადგან შეინიშნება ინფექციის ზრდა იმ ადამიანებში, რომლებიც არ იცავენ სათანადო ზომებს.
ამ ეტაპზე კვიპროსში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად, ცხადდება ყოველკვირეული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, ერთ კვირაში ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.