თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გზის მეწყრული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ასევე გადაადგილება შეიზღუდა კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.
მერიის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ასევე შეეხება N316 ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება. კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით.