ჯანმო: მაიმუნის ყვავილი ბავშვებში დაფიქსირდა

ბავშვები უმეტესად სახლის პირობებში კონტაქტით ინფიცირდებიან.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მსოფლიოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევები, როდესაც მაიმუნის ყვავილით ბავშვები დაინიფიცირდნენ, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მაიმუნის ყვავილთან ბრძოლის პროგრამის საამდივნოს ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ადამიანებში მაიმუნის ყვავილის 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 58 ქვეყანაში. ინფორმაცია გავრცელდა გარდაცვალების ერთი შემთხვევის შესახებ.
„ამჟამად ინფიცირებულიო ბავშვების დაახლოებით მესამედი 10 წლამდეა, ნახევარი – ხუთ წლამდე ასაკის“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
ლუისის თქმით, ინფიცირება უმეტესად სახლის პირობებში კონტაქტების შედეგად ხდება.
მაიმუნის ყვავილის აფეთქება მსოფლიოში „საგანგებო ხასიათისაა“- ჯანმო>>
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის. როგორც წესი, ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გართულებებიც ფიქსირდება.