ყვითელი ამბები

ანა სულაბერიძე ამღერდა - ნოე სულაბერიძე უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

პოპულარულმა პროდიუსერმა შვილის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik
პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ პატარა ანა სულაბერიძის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გოგონა ერთ-ერთ საბავშვო სიმღერას ღიღინებს.
ტექსტის თავისებურ ვერსიად ანას მიმსგავსებული სიტყვები აქვს გამოყენებული, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ გოგონას არაჩვეულებრივი სმენა აქვს.
28 იანვარს ანა ორი წლის გახდა. ანა სულაბერიძე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბავშვია. მან უკვე მოდელობაც სცადა და რამდენიმე ბრენდის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ანას როგორც მამას, ისე დედას ამსგავსებენ და ამ თემაზე გამოკითხვას ხშირად შეხვდებით პოპულარული მშობლების სოციალურ ქსელების პირად გვერდებზე.