დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 6 ივლისია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მერკურიმფარველობს.
ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, რადგან არის შეცდომების დაშვების რისკი, ასევე, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვეპაროს მხედველობიდან. სიფრთხილე გვმართებს ფინანსურ საკითხებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ივლისი>>
დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული, რომ შემთხვევით შეხვედრას ახალი ურთიერთობები მოჰყვეს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს ცხოვრებაში.
ვერძი: დატვირთული დღეა. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ და დრო ფუჭად არ დაკარგოთ. მოსალოდნელია მცირე პრობლემები, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ. არ იჩქაროთ რამის ყიდვა, გარიგებების დადება.
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
კურო: დილით რთული იქნება თავის გაკონტროლება. გულთან ახლოს მიიტანთ წვრილმანებს, რომლებსაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. დღის მეორე ნახევარში წინა პლანზე გამოვა ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები. სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება მათ, ვინც მნიშვნელოვან შეხვედრაზე წავა.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. იღბალი თქვენ გვერდით იქნება და პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ნაყოფიერად ჩაივლის სამუშაო მიზნით მგზავრობა.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში მღელვარება გელოდებათ, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ შეიქმნება. არ ინერვიულოთ – სიტუაციას მალე გააკონტროლებთ, თუ საკუთარ თავს მოერევით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: დილა ხელსაყრელი დროა ურთიერთობების, გეგმების განხილვისთვის. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო წინადადების მიიღოთ სამუშაოსთან დაკავშირებით. მოგვიანებით მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. დაიღლებით, მაგრამ საღამოს დასვენებას შეძლებთ.
ქალწული: შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. არ შეეჭიდოთ საქმეს, თუ არ იცით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. ჯერ შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, მიიღეთ რჩევები სანდო ადამიანებისგან. დაძაბული ემოციური ფონი თანდათანობით ჰარმონიული გახდება. საღამო ურთიერთობებს დაუთმეთ.
სასწორი: დილა მშფოთვარე, მაგრამ ნაყოფიერი დროა. სავარაუდოდ, ქაოსს ვერ აიცილებთ თავიდან, მაგრამ ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. დღის მეორე ნახევარში დრო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. ახლობელს, შესაძლოა, თქვენი დახმარება დასჭირდეს. მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდად განიხილეთ.
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება, მაგრამ მათი გამოყენებისთვის ცივი გონებაა საჭირო. საქმიან კონტაქტებში ყველას არ ენდოთ და არ გაუზიაროთ თქვენი საიდუმლოებები.
მშვილდოსანი: ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე – გაქვთ შანსი, რომ რთულ ამოცანებს გაუმკლავდეთ და პროფესიული პოზიციები განამტკიცოთ. მიიღებთ არაერთ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, მაგრამ ისინი უნდა გადაამოწმოთ, რადგან ზოგიერთი ცნობა, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
თხის რქა: ბევრი მოგმართავთ მხარდაჭერისა და რჩევისთვის. თავის კონტროლს შეძლებთ მაშინაც კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, არ აჰყვებით პროვოკაციებს და რთულ სიტუაციებში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ იჩქაროთ – თუ თანმიმდევრულად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ. დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ, რა უნდა გააკეთოთ ახლა და რა – სამომავლოდ გადადოთ. სხვების რჩევებს ყურს ნუ დაუგდებთ. ურთიერთობები რთული იქნება, მაგრამ იუმორის წყალობით კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ.
თევზები: შესანიშნავი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან. იღბლიანად გადაწყდება ფინანსური საკითხები. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს შემოსავლების გაზრდას. კარგი დღეა სწავლისთვის, მგზავრობისთვის.