ყვითელი ამბები

სპა და ფიტნეს-ცენტრები, 4 აუზი, კალათბურთის მოედანი - ბიონსეს და ჯეიზის საოცარი სახლი

Sputnik
ლოს-ანჯელესში მდებარე 88 მილიონ დოლარად შეფასებული უზარმაზარი სახლი ბიონსესა და ჯეი-ზის საყვარელი ადგილია. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა წყვილმა საოცნებო სახლს 2017 წელს მიაკვლია.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის ცენტრში განთავსებული ვილა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებითაა დაცული – აღჭურვილია ტყვიაგაუმტარი ფანჯრებით. ჯეიზიმ და ბიონსემ მისი მოწყობისას უპირატესობა ე.წ. ჭკვიანი ტექნიკის გამოყენებას მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლი დისტანციურად კონტროლირებადი მოწყობილობებითაა სავსე. მათი მართვა სმარტფონის საშუალებითაა შესაძლებელი.
კიბეები ეგზოტიკური ხისგან, ხოლო ავეჯი ყავისფერი ტყავისგანაა დამზადებული. ბინაში განთავსებულია 8 საძინებელი, 11 სველი წერტილი, 15 ავტოფარეხი, სპა და ფიტნეს-ცენტრი, 4 აუზი, ვერტმფრენისა და კალათბურთის მოედნები.

„ჩემთვის აუცილებელი პირობაა, რომ ადგილი, სადაც დასვენების დღეებს ვატარებ, მაქსიმალურად კომფორტული და ჩემს საჭიროებებზე მორგებული იყოს", – აღნიშნა ბიონსემ.