მსოფლიო დღეს

სროლა და მსხვერპლი აღლუმის დროს: პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. შეერთებულ შტატებში პოლიციამ ქალაქ ლეიკ-ფორესტთან ახლოს დააკავა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს ქალაქ ჰაილენდ პარკში (ჩიკაგოს გარეუბანი, ილინოისი) სროლაშია ეჭვმიტანილი, იუწყება CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 22 წლის რობერტ კრიმოზე, რომელმაც აღლუმის დაწყებიდან ათიოდე წუთში ცეცხლი გახსნა ახლომდებარე შენობის სახურავიდან. სროლის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
CNN-ის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციელმა შენიშნა, რომელიც მოძრაობის გადაკეტვას ცდილობდა. კრიმო გაქცევას შეეცადა, რის გამოც მისი მცირე ხნით დევნაც გახდა საჭირო. საბოლოოდ ის გართულებების გარეშე დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
გუშინ, 4 ივლისს ჰაილენდ-პარკში რობერტ კრიმოს მიერ გახსნილ ცეცხლს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 25 კი დაიჭრა. დაშავებულთა ასაკი 8-დან 85 წლამდე იყო.