ყვითელი ამბები

„საქართველოში არაფერი ფასდება ისე, როგორც ადამიანები იმსახურებენ...“ - რუსკა მაყაშვილი

Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ფულის ხარჯვისა და მოპოვების თემაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. ტელესახე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე პასუხობს კითხვას, რამდენი უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომ ნორმალური შემოსავალი ჰქონდეს.
ყვითელი ამბები
„არ მთანხმდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობ“ - რუსკა მაყაშვილი გადაცემაში ქმრის მიწვევას გეგმავს
მსახიობი ფიქრობს, რომ ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან, ზოგადად, საქართველოში არაფერი ფასდება ისე, როგორც ადამიანები იმსახურებენ.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ალბათ პროფესიასაც გააჩნია. ერთი და იმავე თანხისთვის ზოგი ძალიან ბევრს მუშაობს, ზოგი – ცოტას და რთულია ამის განსაზღვრა“, – ამბობს მსახიობი.