ლავროვი: დასავლეთი ობიექტური მედიის მუშაობას ბლოკავს

Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბლოკოს იმ მედიის მუშაობა, რომელიც ობიექტურად საუბრობს იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ვიზიტისას.
მისი თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია, რომ „ფაქტები კიევის რეჟიმის წარმომადგენლების ქცევაზე უკრაინაში ხელმისაწვდომი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის“.

„სამწუხაროდ, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაბლოკოს მედიის მუშაობა, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ მომხდარის შესახებ“, — განაცხადა მან მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბატმუნხინ ბატცეცეგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის განმარტებით, მონღოლ პარტნიორებს მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე „რუსეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ“.
სერგეი ლავროვი მონღოლეთს 5 ივლისს ეწვია. საგარეო უწყების ხელმძღვანელ ბატმუნხინ ბატცეცეგთან ერთად მან ორმხრივი დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე იმსჯელა. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ხორციელდება მაღალ და უმაღლეს დონეზე გაფორმებული ხელშეკრულებები სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
წყარო: „რია ნოვოსტი“