ყვითელი ამბები

„ახალი რაღაც ისწავლა, რომ იღვიძებს...“ - გიორგი გასვიანი შვილზე

Sputnik
მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის გალა უკვე 6 თვისაა და ტელევიზიებსაც სტუმრობს.
გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ბიჭუნა დაბადებისთანავე ვარკვლავად იქცა. მშობლები მის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ და ხელმომწერებიც დიდ სიყვარულს გამოხატავენ.
წყვილის ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს, ტრადიციულად, ახლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხელმომწერების მხრიდან. „ახალი რაღაც ისწავლა – რომ იღვიძებს, შემოტრიალდება ხოლმე ჩვენკენ და გვიყურებს როდის გავიღვიძებთ, თან გვეძახის”, – წერს გიორგი გასვიანი.

„შენნაირ შვილზე უბრალოდ ვერც კი ვიოცნებებდით. მადლობა რომ ჩვენ აგვირჩიე, გალაკტიონ!“ – დაწერა მარიტა მელიქიშვილმა.