მსოფლიო დღეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი

Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პეკა ჰავისტომ და ენ ლინდემ, ნატოს 30 ქვეყნის ელჩებთან ერთად, დღეს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ხელი მოაწერეს პროტოკოლებს ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაწერთ ხელს გაწევრიანების ოქმს და ვიწყებთ რატიფიკაციის პროცედურას. ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის. ეს კარგი დღეა ფინეთისთვის, შვედეთისა და ნატოსთვის, ჩვენ გავძლიერდებით 32 წევრ ქვეყანასთან ერთად“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან მას შემდეგ, რაც დოკუმენტები ნატოს ყველა სახელმწიფოს მიერ იქნება რატიფიცირებული.