ამერიკელი სტუდენტების კვლევა: ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი კახეთში

ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის კვლევა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩაატარეს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კახეთში ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი შეისწავლეს, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კვლევა აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფმა კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩაატარა.
ჯგუფის წევრები ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე გამოკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითადი ობიექტები.
ჯგუფმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოადგინა შემუშავებული რეკომენდაციები ახალი პროდუქტების შეთავაზების, ხარისხის გაუმჯობესების, ახალი ბაზრების ათვისების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ.
აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფმა კვლევა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩაატარა.
პროექტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შედგა.