ყვითელი ამბები

11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჟერარ პიკე შაკირას სასამართლოში უჩივის - დეტალები

Sputnik
ერთი თვის წინ შაკირა და ჟერარ პიკე 11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.
ყვითელი ამბები
„ამან დაანგრია ოჯახი“ - ჟერარ პიკე ქერათმიან გოგონასთან ერთად გამოიჭირეს - ფოტო
წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მათი საქმე სასამართლო დარბაზში მაინც გადაინაცვლებს.
ჟერარ პიკე შაკირას სასამართლოში უჩივის. დავა ეხება მათ შვილებს, 9 წლის მილანსა და 6 წლის საშას. შაკირა გეგმავს შვილების მაიამიში წაყვანას, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, პიკე კი ამის წინააღმდეგია და სურს შვილები ესპანეთში დარჩნენ.
ყვითელი ამბები
პიკეს შემცვლელი ნაპოვნია - შაკირა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გამოჩნდა - ფოტო
ფეხბურთელს ბავშვებზე სრული მეურვეობის მოპოვება უნდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ ინტერნეტ-სივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „ღალატის შემდეგ ეს როგორ გაბედა!“, „ჩვენ მხარს ვუჭერთ შაკირას“, – წერენ კომენტარებში.