ყვითელი ამბები

78 წლის რობერტ დე ნიროსა და მისი მეგობარი გოგონას ესპანური არდადეგები - ფოტოები

Sputnik
ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო და ტიფანი ჩანი ერთად პირველად გასული წლის ზაფხულში გადაიღეს.
წყვილი პაპარაცების ობიექტივში ხშირად არ ხვდება, თუმცა, ინსაიდერების განცხადებით, ისინი ერთად ცხოვრობენ.
ამჯერად 78 წლის დე ნირო და მისი გულის სწორი ესპანეთში, კუნძულ ფორმენტერაზე იმყოფებიან. ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობდნენ.
რობერტს თეთრი მაისური და ხაკისფერი შორტი ეცვა, მის რჩეულს კი თეთრი პერანგი და ვარდისფერი შარვალი ამშვენებდა. ორივე ფეხშიშველი სეირნობდა.