თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
„აღებული 12 ნიმუშიდან ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ბიზნესოპერატორს საზამთროს რეალიზაციიდან ამოღება და განადგურება დაევალა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე გამოტანილ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.