ტელეწამყვანი ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის, მილიარდერ სოსო ორჯონიკიძის რძალია. ის წლებია გათხოვილია და ერთი შვილი ჰყავს – ბიჭი, რომელიც სკოლის მოსწავლეა.
ნინუცა სოციალურ ქსელებში ძირითადად საკუთარი აქტივობების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს ხოლმე, მას უამრავი მიმდევარი ჰყავს. ქალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმდევრად მიიჩნევა თბილისში, ითვლება, რომ მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს.
ცოტა ხნის წინ ნინუცამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ დასასვენებლად მეგობართან ერთად არის საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე და დროს შესანიშნავად ატარებს. ბევრ დროს ატარებს მზეზე, ირუჯება, ცურავს და სასიამოვნოდ ისვენებს.