ყვითელი ამბები

„გაფასებთ...“ - ანუკი არეშიძემ იუბილე შვეიცარიაში აღნიშნა - ფოტოები

Sputnik
დიზაინერ ანუკი არეშიძეს 1 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა. მას იუბილე მეგობრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცეს. ანუკიმ ხელმომწერებს დაბადების დღის მილოცვისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ანუკი შვილებთან და კახა კალაძესთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.
„დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით ჩემს დაბადების დღეზე. გიგზავნით სიყვარულს და თბილ ჩახუტებას. ყოველ დაბადების დღეზე მახსენდება, რამდენი ადამიანი მყავს ცხოვრებაში. დიდი მადლობა დაბადების დღის სურვილებისთვის. გაფასებთ“, – დაწერა ანუკიმ სოციალურ ქსელში.